in

მამუს პასი და ტორონტომ ბოლო წამს მოიგო: სანდროს 25 წუთი და 10 ქულა

NBA-ის მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რაპტორსმა” “შარლოტ ჰორნეტსი” დაამარცხა – 97:96.

აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტ ეპიზოდში თავისი წვლილი შეიტანა ქართველმა კალათბურთელმა. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე “შარლოტი” წინ გავიდა, „ტორონტომ“ ტაიმაუტი აიღო, განახლებულზე კი მამუკელაშვილის პასით ქუიკლმა სამქულიანი ტყორცნა გამოიყენა.

სანდრომ 25 წუთი ითამაშა და 10 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. მამუმ 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

„ტორონტო“ 23 მოგებითა და 15 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 10 იანვარს “ბოსტონ სელტიქსთან” გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

2026 მიქაუტაძის წელია: მას ყოველთვის გამადიდებლით აკვირდებიან

საქართველოს შემადგენლობა ევროპაზე: ვიწყებთ 17-ში ხორვატებთან