კრიშტიანო რონალდო შესაძლოა პორტუგალიაში 30 მილიონი ფუნტი სტერლინგის (30.4 მილიონი ევროს) ღირებულების სასახლეში გადავიდეს საცხოვრებლად, მას შემდეგ, რაც კარიერის დასრულების შემდეგ პორტუგალიაში დაბრუნდება.
ლისაბონიდან 30 მილის დაშორებით, ექსკლუზიურ სანაპირო კურორტზე მდებარე ფეშენებელური სახლის მშენებლობა დასრულდა.
ფეხბურთელის უძრავი ქონება ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძვირადღირებულია. მასში შედის მიწისქვეშა პარკინგი 12 მილიონი ფუნტი სტერლინგის (13.8 მილიონი ევროს) ღირებულების ავტომობილების კოლექციისთვის.
8-საძინებლიანი სასახლის მშენებლობა სამ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. მოსალოდნელია, რომ „ალ ნასრის“ თავდამსხმელი კარიერის დასრულების შემდეგ საცხოვრებლად სწორედ აქ გადავა.
სასახლეს აქვს გიგანტური შუშის საცურაო აუზი წყალქვეშა ბილიკით, რათა სტუმრებს შეეძლოთ ნახონ, ვინ ცურავს ზემოთ. პროექტი ასევე მოიცავს ინტელექტუალურ გათბობას, სპორტდარბაზს, დახურულ და ღია აუზებს, მასაჟის ოთახს და კინოთეატრს.
კრიშტიანოს ხუთ შვილს ექნებათ სათამაშო მოედანი, ხოლო მას და მის საცოლეს, ჯორჯინას, შეუძლიათ დაისვენონ საკუთარ კერძო პლაჟზე. სასახლე ასევე აღჭურვილია ოქროს ონკანებით, იტალიური მარმარილოთი და Louis Vuitton-ის ფრესკით, რომელიც სპეციალურად წყვილისთვისაა შექმნილი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რონალდომ უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, ახალ სახლთან ახლოს გოლფის მოედნის შეძენა სცადა, თუმცა მისი შეთავაზება უარყვეს.




GIPHY App Key not set. Please check settings