in

ვიდეო: შენგელია ელ კლასიკოში – 8 ქულა და გამარჯვება მადრიდში

თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის შეხვედრა სტუმრად მადრიდის „რეალთან“ გამართა და ელ კლასიკო მოიგო – 105:100.

ქართველმა კალათბურთელმა დაახლოებით 19 წუთი ითამაშა და გუნდს 8 ქულა, 2 მოხსნა, 2 დაფარება და ერთი შედეგიანი გადაცემა შესძინა. თოკომ სამი ორქულიანი (7-დან) და ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო.

ფეხის ტრავმის შემდეგ შენგელიასთვის ეს მეორე თამაში იყო, დეკემბერში მან შვიდი მატჩი გამოტოვა.

„ბარსელონას“ 10 მოგება აქვს და ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წიტაიშვილი ბოლოს შეცვალეს, მეცმა აღარ წააგო

სენტ ეტიენი იანვარში ზურიკოს გაშვებას ფიქრობს