იური ტაბატაძემ ახალი წელი გოლით დაიწყო და „კადისს“ სტუმრად ერთ-ერთ ლიდერთან, ლა კორუნიას „დეპორტივოსთან“ ქულა მოუტანა – 2:2.
ლა ლიგა 2-ის მე-20 ტურის შეხვედრაში ქართველი თავდამსხმელი მხოლოდ 70-ე წუთზე შევიდა, 85-ეზე კი თამაში საკუთარ თავზე აიღო და გოლის გატანა მოახერხა.
შეფასებები: sofascore – 7.5, flashscore – 7.2.
ტაბატაძეს თითქმის სამი თვე არ ჰქონია გოლი გატანილი, მის ანგარიშზე ჩემპიონატის 16 მატჩში 5 გოლია.
დეპორტივო – კადისი 2:2
გოლები: 1:0 მელა (7), 1:1 მორენო (22), 2:1 ვილარესი (25), 2:2 ტაბატაძე (85)
„კადისი“ 31 ქულით მე-7 ადგილზეა, პლეი-ოფის ზონას 1 ქულა აშორებს და 9 იანვარს „ხიხონს“ უმასპინძლებს.




GIPHY App Key not set. Please check settings