გიორგი ჩაკვეტაძემ ახალი წელი შედეგიანად დაიწყო, საგოლე პასი გააკეთა, თანაც ძალიან მოხდენილი, მისმა „უოტფორდმა“ კი შინ „ბირმინგემი“ დაამარცხა – 3:0.
ჩემპიონშიპის 25-ე ტურის მატჩში ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო. მან საკმაოდ შორეული, შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ჰეთ-თრიქის ავტორ ინსს, უფრო მარჯვენა მხრიდან, მეკარის საჯარიმოსთან ჩაუგდო ბურთი თანაგუნდელს, რომელიც მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა.
ათ წუთში ჩაკვეტაძემ ინსი კიდევ ერთხელ დატოვა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ამ ჯერზე უშედეგოდ.
ჩაკვეტაძე შესვენებაზე შეცვალეს, ანალიტიკური საიტებისგან კი მაღალი შეფასებები დაიმსახურა: flashscore – 8.4, whoscored – 7.5, sofascore – 7.1.

01/01/2026
Pic Alan Cozzi Archive Copyright Alan Cozzi
Vicarage Road Stadium, Watford
Watford v Birmingham City
Tom Ince of Watford scores 2-0
უოტფორდი – ბირმინგემი 3:0
გოლები: 1:0 ინსი (9), 2:0 ინსი (39), 3:0 ინსი (60)
„უოტფორდმა“ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, ბოლო 7 მატჩში დაუმარცხებელია (5 მოგება და 2 ფრე), 41 ქულით მე-4 ადგილზეა და 4 იანვარს „ჰალს“ ესტუმრება.


GIPHY App Key not set. Please check settings