in

წიტაიშვილს რიგი დაუდგა: ქართველის წაყვანა სოფლელებს უნდათ

ფრანგულმა foot01-მა დღეს გიორგი წიტაიშვილის შესახებ წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ვირტუოზული დრიბლინგის მქონე ქართველი ჩინებულ ფორმაშია და მისი სამსახურით ევროპის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიევის „დინამოდან“ „მეცში“ იჯარით გაშვებული 25 წლის გარემარბის დამატების სურვილი „ლიონს“, „ლილს“, „ვილიარეალს“, „ნაპოლის“ და „ლაციოს“ აქვთ, ის მათთვის კიდევ უფრო მომხიბვლელი იმითაა, რომ ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და უფასოდ შეეძლებათ ხელში ჩაიგდონ.

ხაზგასმულია, რომ მათ ამოცანას გერმანული კლუბები გაურთულებთ, რომელთა წარმომადგენლები გიოს თამაშზე დასაკვირვებლად საფრანგეთში იყვნენ ჩასულები, „ჰოფენჰაიმი“ (ამჟამად ბუნდესლიგაში მეხუთე ადგილზეა, ნეტსახელად “სოფლელები”) კი ძალიან კარგ კონტრაქტს შესთავაზებს.

გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ფრანგულ კლუბებს ასეთი კონკურენციის პირობებში გაუჭირდებათ გიორგის დაყოლიება, თუმცა შეიძლება მისთვის მაცდუნებელი „ლიონის“ ვარიანტი გამოდგეს, რამეთუ თუ ლიგა 1-ის ტოპ-გუნდს ზაფხულში რამდენიმე შემტევი დატოვებს და ის დიდ სათამაშო დროს მიიღებს.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვეტაძემ სრულად ითამაშა, უოტფორდმა ბოლოს მოიგო