Opta-ს გამოთვლით, 2025/26 წლების სეზონში „არსენალი“ პრემიერლიგას მოიგებს.
მიკელ არტეტას გუნდს 18 მატჩიდან 42 ქულა აქვს და ცხრილში პირველ ადგილზეა. „მანჩესტერ სიტი“ 40 ქულით მეორეზეა, ხოლო ბოლო პერიოდში სასწაულად მოთამაშე „ასტონ ვილა“ 39 ქულით მესამეზე (ზედიზედ 10 შეხვედრა მოიგო).
Opta-ს სუპერკომპიუტერმა სეზონის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში 10 000 სიმულაცია ჩაატარა და „არსენალი“ გამარჯვებული შემთხვევების 65.63%-ში გამოვიდა.
„სიტის“ ტიტულის მოგების ალბათობა შეფასებულია 26.32%-ით, „ასტონ ვილასი“ – 7.33%-ით, „ლივერპულს“ – 0.65%-ით, „ჩელსის“ – 0.05%-ით, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ბრენტფორდს“ – 0.01%-ით.
Opta-ს აზრით, დარჩენილ გუნდებს გამარჯვების შანსი არ აქვთ.


GIPHY App Key not set. Please check settings