in

შეცვლის მამარდა ალისონს?

liverpoolecho-მ 10-ქულიანი სისტემით ის ტრანსფერები შეაფასა, რომელიც ინგლისურმა გრანდმა არნე სლოტის მწვრთნელობის პერიოდში განახორციელა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ისაა საინტერესო, თუ რას წერენ გუნდის ქართველ კიპერ გიორგი მამარდაშვილზე.

ჩვენებურმა 5-ქულიანი შეფასება დაიმსახურა და მასზე აღნიშნულია, რომ ჩვენებურს რთული დარტყმების მოგერიების აშკარა ნიჭი აქვს.

“მამარდაშვილი 2024 წელს განხორციელებული 25 მილიონ ფუნტიანი ტრანსფერის შემდეგ “ლივერპულს” საბოლოოდ შეუერთდა. 25 წლის მეკარე ალისონის ტრავმის გამო იმაზე ადრე მოხვდა შემადგენლობაში, ვიდრე თავად წარმოედგინა.

“ლივერპულმა” ალისონის არყოფნის პერიოდში, ხუთი თამაშიდან ოთხი წააგო, თუმცა უნდა აღინოშნოს, რომ მამარდაშვილმა “სიტისთან” 0:3 წაგებულ შეხვედრაში თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

ამ პერიოდში მამარდაშვილმა ასევე 10 გოლი გაუშვა. მაღალმა ქართველმა დარტყმების მოგერიების ნიჭი გამოავლინა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ შეძლებს თუ არა ის ბრაზილიელის შეცვლას, თუ ის “ენფილდს” უახლოეს მომავალში დატოვებს… ჯერ კიდევ გაურკვეველია”, – წერს liverpoolecho.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიდევ ერთი ქართველი ნაპოლიში: ნეაპოლში წიტაიშვილზე ფიქრობენ

ევროპის ნაკრები: ვინ მოხვდნენ სეზონის გუნდში