in

კიდევ ერთი ქართველი ნაპოლიში: ნეაპოლში წიტაიშვილზე ფიქრობენ

Caughtoffside-ის ცნობით, “ნაპოლი” ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის დამატების ვარიანტს განიხილავს. “პარტენოპეის” სიაში კიევის “დინამოს” საკუთრებაში მყოფი და “მეცში” იჯარით მოთამაშე გიორგი წიტაიშვილი მოხვდა.

როგორც იწერება, 25 წლის ჩვენებური “ჰაიდუკის” 19 წლის მცველ ბრანიმირ მლაჩიჩთან ერთად ნეაპოლიტანური კლუბის სპორტული დირექტორის ჯოვანი მანას სიაშია და შესაძლოა, მის ტრანსფერზე მოლაპარაკება მალე დაიწყოს.

იტალიის მოქმედი ჩემპიონები ქართველის თამაშს კიდევ ყურადღებით დააკვირდებიან და მის აგენტ მამუკა ჯუღელსაც საკმაოდ კარგად იცნობენ, რაც შესაძლო ტრანსფერს კიდევ უფრო გაამარტივებს.

შეხსენებისთვის, Footmercato-მ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წიტაიშვილის დამატებით “ვილიარეალი”, “ლიონი”, “ლილი” და “ლაციო” ინტერესდებიან.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოში საუკეთესო კვარაცხელიაა: სარბიელის გამოკითხვის შედეგები ცნობილია

შეცვლის მამარდა ალისონს?