in

საქართველოში საუკეთესო კვარაცხელიაა: სარბიელის გამოკითხვის შედეგები ცნობილია

„სარბიელმა’’ წლის შ=საუკეთესოები გამოავლინა.

წლევანდელ გამოკითხვაში, რომელიც 2025 წლის აგვისტო-სექტემბერში ჩატარდა, 78 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა. მათ დაასახელეს 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი და ნაკრების საუკეთესო დებიუტანტი. ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის პრიზის მფლობელი კი, ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ერთპიროვნულად „სარბიელის’’ რედაქციამ დაასახელა.

ჟურნალისტებმა თავიანთი რჩეულები პირველი, მეორე, მესამეს პრინციპით ჩამოწერეს. ადრეც ყოფილა და ამჯერადაც არის შემთხვევა, როცა კოლეგამ ნომინანტთა შორის ერთი ფეხბურთელი დაასახელა. ქულების დარიცხვის სისტემა კი ძველი და მარტივი გახლდათ – პირველ ნომრად დასახელებული კანდიდატს ენიჭება 3 ქულა, მეორეს – 2, მესამეს – 1. ქულები ჯამდება. შედეგები, ცხადია, ამჯერადაც საჯაროა.

საქართველოს 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ფებურთელი – ხვიჩა კვარაცხელია!
მეორე არის გიორგი მიქაუტაძე, მესამე – გიორგი მამარდაშვილი.

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესოდ დაასახელა 77 ჟურნალისტმა და მხოლოდ ერთის რჩეული გამოდგა გიორგი მამარდაშვილი.

ხვიჩა კვარაცხელიამ გასული სეზონი „ნაპოლიში’’ დაიწყო და 2025 წლის იანვირდან პსჟ-ში გააგრძელა. გააგრძელა და გააგრძელა, მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც საკლუბო დონეზე შეიძლებოდა… მხოლოდ ერთხელ მოეცარა ხელი, როცა მისი გუნდი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „ჩელსისთან’’ დამარცხდა. გავიხსენოთ ხვიჩას მონაგარი:

მოიგო ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული, იტალიის ჩემპიონატი, ევროპის სუპერთასი, საფრანგეთის თასი და საკონტინეტთაშორისო თასი… გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, გოლი გაიტანა საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში… მე-12 ნომრად იყო დასახელებული „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვაში…

„სარბიელის’’ წლევანდელ გამოკითხვაში ხვიჩამ ჯამში მიიღო 232 ხმა. მან უდიდესი უპირატესობით ჩამოიტოვა გიორგი მიქაუტაძე და გიორგი მამარდაშვილი, შესაბამისად 96 და 61 ქულა. ხვიჩა მხოლოდ ერთი ჟურნალისტის ანკეტაში ამოვიკითხეთ მე-3 პოზიციაზე.

ხვიჩასთვის ეს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის მესამე ტიტულია, რითაც გაუთანაბრდა შოთა არველაძეს.

ხვიჩა ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი პირველად 2020 -2021 წლების სეზონის შედეგების მიხედვით გახდა. მაშინ ის რუსულ „რუბინში’’ თამაშობდა. მეორედ – 2022-2023 წლების სეზონის ბოლოს, „ნაპოლიში’’ თამაშის პერდიოში გახდა ჩვენი რჩეული და ესეც მესამე… ალალი და დამსახურებული!

ნომინანტთა შორის ამჯერად სულ 9 ფეხბურთელია, ყველა ლეგიონერი.

ხვიჩას, მოქანდაკეების, ლევან ვარდოსანიძისა და თემურ ლომიძის დამზადებული ექსკლუზიური პრიზი (იასონ კვირკველიას ფიგურა კინოფილმიდან „პირველი მერცხალი’’ ) უახლოეს მომავალში ჩაბარდება.

რაც შეეხება ეროვნული გუნდის საუკეთესო დებიუტანტს. ის 78 ჟურნალისტიდან 76 -მა გამოავლინა. აქაც, უდიდესი უპიტრატესობით იმარჯვა საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „უდინეზეს’’ მცველმა საბა გოგლიჩიძემ. მისთვის ეს პირველი დიდი აღიარებაა. ბრინჯაოს პრიზი (ხვედელიძის ფიგურა ფილმიდან „ფეოლა’’ ) მასაც მალე გადაეცემა.

და ჯილდო ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – ალექსანდრე ჩივაძე! ეს უდიდესი ფეხბურთელი ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის პრიზის რიგით მესამე ლაურეატია. აქამდე ჯილდო მანუჩარ მაჩაიძესა და მურთაზ ხურცილავას გადავეცით.

გამოკითხვის სრული შედეგები იხილეთ აქ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვეტაძე ბოლო წუთზე შეცვალეს, უოტფორდმა სტუმრად მოიგო

კიდევ ერთი ქართველი ნაპოლიში: ნეაპოლში წიტაიშვილზე ფიქრობენ