ერთა ლიგის წილისყრა 12 თებერვალს გაიმართება. საქართველოს ნაკრები, რომელმაც B ჯგუფში ადგილის შენარჩუნება შეძლო, მესამე კალათაშია და ცხადია ამ კალათის წარმომადგენლებთან ერთად ვერ მოხვდება. მეტოქეები პირველი, მეორე და მეოთხე კალათიდან გვერგება, სადაც საკმაოდ სოლიდური გუნდები არიან, თუმდაც შვედეთი რომ ავიღოთ ბოლო კალათიდან ან ბოლო დროს მშვენივრად მოთამაშე კოსოვო.
ერთა ლიგა ტრადიციულად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპთან იქნება დაკავშირებული.
I კალათა: შოტლანდია, უნგრეთი, პოლონეთი, ისრაელი
II კალათა: შვეიცარია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ავსტრია, უკრაინა
III კალათა: სლოვენია, საქართველო, ირლანდია, რუმინეთი
IV კალათა: შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია, კოსოვო
გამარჯვებული A ლიგაში გადავა. მეორეადგილოსანი პლეი-ოფში A ლიგის მესამეადგილოსანს შეხვდება. მესამეადგილოსანი C ლიგის მეორეადგილოსანს ეთამაშება. მეოთხე პოზიციაზე გასული C ლიგაში გავარდება.
კალენდარი
პირველი ტური: 24-26 სექტემბერი (2026)
მეორე ტური: 27-30 სექტემბერი (2026)
მესამე ტური: 30 სექტემბერი – 3 ოქტომბერი (2026)
მეოთხე ტური: 4-6 ოქტომბერი (2026)
მეხუთე ტური: 12-14 ნოემბერი (2026)
მეექვსე ტური: 15-17 ნოემბერი (2026)
მეოთხედფინალები, პლეი-ოფი: 25-30 მარტი (2027)
ნახევარფინალები, ფინალი: 6-13 ივნისი (2027)


GIPHY App Key not set. Please check settings