საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბათუმის “დინამო” ზამთრის შეკრებაზე ანთალიაში მიემგზავრებოდა, მაგრამ უამინდობის გამო ბათუმური კლუბი დანიშნულების სადგილზე ვერ ჩავიდა და ტრაბზონში დაბინავდა.
აჭარულ კლუბს მასპინძლობა თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერმა “ტრაბზონსპორმა” გაუწია. ბათუმის “დინამო” “ტრაბზონსპორის” ბაზაზე დაბინავდა და იქვე ივრჯიშა. ტრაბზონში ჩემპიონებს თურქეთ-საქართველოს საგარეო ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩელიქშან-მჟავანაძე დახვდა.
მან “ტრაბზონსპორი” ბათუმში “დინამოსთან” ამხანაგური შეხვედრის გასამართადაც მიიპატიჟა.
GIPHY App Key not set. Please check settings