in

ზურიკომ გაიტანა, მაგრამ სენტ ეტიენი თასიდან გავარდა

საფრანგეთის თასის 1/32 ფინალში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ სტუმრად ლიგა 1-ის „ნიცასთან“ დამარცხდა – 1:2 და გათამაშებას გამოეთიშა.

პირველი ტაიმის დასასრულს ზურიკომ პენალტით ანგარიში გაათანაბრა. მას მეორის გატანაც შეეძლო, მაგრამ ბურთი ოდნავ ააცილა კარს.

დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
შეფასებები: flashscore – 7.5 (საუკეთესო თავის გუნდში), sofascore – 7.1.

ზურიკოს ანგარიშზე ლიგა 2-ის 15 მატჩში 8 გოლი და 1 საგოლე პასია.

ნიცა – სენტ ეტიენი 2:1
გოლები: 1:0 დიალო (11), 1:1 დავითაშვილი (45, პენ), 2:1 სანსონი (72)

„სენტ-ეტიენი“ მომდევნო მატჩს 3 იანვარს, სტუმრად „ლე მანთან“ ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძე ბარსასთან შეცვლაზე შევიდა და შანსი ვერ გამოიყენა: ვილიარეალმა წააგო

ლოჩოშვილმა ითამაშა, ნიურნბერგმა თამაში მოატრიალა და შემოდგომა მერვეზე დაასრულა