ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ შინ „ბარსელონასთან“ დამარცხდა – 0:2 და შეწყდა პრიმერაზე „ვილიარეალის“ შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია: 6 მოგება და 1 ფრე.
ქართველი თავდამსხმელი თადარიგში აღმოჩნდა და მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა.
ჩვენიანი აქტიური იყო და თანაგუნდელებთან ერთად გამწვავებას ცდილობდა, 77-ე წუთზე კი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია.
შეფასებები: Whoscored – 6.4, Flashscore – 6.3, Sofascore – 6.9.
ვილიარეალი – ბარსელონა 0:2
გოლები: 0:1 რაფინია (12, პენ), 0:2 იამალი (63)
გაძევება: ვეიგა (39, ვილიარეალი)
„ვილიარეალს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 35 ქულით მე-4 ადგილზეა და 3 იანვარს „ელჩეს“ ესტუმრება.



GIPHY App Key not set. Please check settings