საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში „მეცმა“ სტუმრად რანგით მეოთხე დივიზიონის „ბისაიმი“ დაამარცხა – 3:0 და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
სტუმართა გუნდში გიორგი წიტაიშვილმა ძირითადში იყო და 68-ე წუთზე გავიდა, ხოლო გიორგი აბუაშვილი 71-ე წუთზე შევიდა.
„მეცი“ მომდევნო მატჩს 4 იანვარს სტუმრად „ლორიენთან“ ჩაატარებს.
საბა საზონოვი ხანგრძლივი ტრავმიანობის შემდეგ „ტორინოს“ განაცხადში დაბრუნდა და მართალია, „სასუოლოსთან“ არ უთამაშია, მაგრამ იმედია, რომ მოედანს მალე დაუბრუნდება.
სეგუნდა დივიზიონის მე-19 ტურში „კადისმა“ შინ ლიდერთა შორის მყოფი „კასტელონი“ 2:0 დაამარცხა. იური ტაბატაძე 53-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და დადებითი შეფასებები მიიღო: flashscore – 7.2, sofascore – 7.1.
მე-8 წუთიდან კაცნაკლულად მოთამაშე „უდინეზე“ მე-16 ტურში სტუმრად „ფიორენტინასთან“ განადგურდა – 1:5. საბა გოგლიჩიძე სათადარიგო იყო.
ბუნდესლიგის მე-15 ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ საკუთარ მოედანზე ლიდერ „ბაიერნთან“ ვერაფერი გააწყო – 0:4. ბუდუ ზივზივაძემ ტრავმის გამო ზედიზედ მეოთხე მატჩში ვერ ითამაშა.
გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ ბუნდესლიგაში წლის ბოლო შეხვედრაში შინ ქულა აიღო ფრანკფურტის „აინტრახტთან“ – 1:1.
ქართველი ფეხბურთელი თადარიგში იყო და მოედანზე მიწურულს, 87-ე წუთზე შევიდა, თუმცა თავის გამოჩენის შანსი მაინც მიეცა, მაგრამ ვერ გამოიყენა.
ჰამბურგი – აინტრახტი 1:1
გოლები: 1:0 ლოკონგა (19), 1:1 ლარსონი (26)
15 ტურის შემდეგ „ჰამბურგმა“ 16 ქულა დააგროვა და პირველი წრე მე-13 ადგილზე დაასრულა. მომდევნო მატჩს კი 10 იანვარს სტუმრად „ფრაიბურგთან“ გამართავს.
სერია B-ს მე-17 ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ „სპეციას“ უმასპინძლა და მოუგო – 2:1.
ქართველი თავდამსხმელი ძირითადში იყო და ბოლოსკენ, 84-ე წუთზე შეცვალეს.
შეფასებები: sofascore – 6.7, flashscore – 6.4
ფროზინონე – სპეცია 2:1
გოლები: 1:0 ბრაკალია (16), 2:0 გეჯემისი (73), 2:1 ბერუატო (90+3)
„ფროზინონე“ ბოლო 9 მატჩში დაუმარცხებელია (7 მოგება, 2 ფრე), 37 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 27 დეკემბერს სტუმრად „ემპოლისთან“ ჩაატარებს.
გაიტანა გიორგი ქვილითაიამ (სრულად ითამაშა). კვიპროსის ჩემპიონატში მისმა “არისმა” შინ 2:2 ითამაშა არადიპუს “ომონიასთან”. ქართველმა ფორვარდმა პენალტით გახსნა ანგარიში და მიმდინარე ჩემპიონატში მე-4 გოლი მიითვალა.


GIPHY App Key not set. Please check settings