19 წლის ქართველი მორაგბე დავით ნინიაშვილი, რომელიც საქართველოს 2021 წლის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა, ევროპაშიც აგრძელებს ყველას გაკვირვებას და მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით დაფრინავს.
ნინიაშვილმა უკვე დაიმკვიდრა “ლიონის” ძირითად შემადგენლობაში ადგილი და ევროპული საკლუბო რაგბის რანგით მეორე ტურნირზე “ჩელენჯ თასზე” ჩატარებულ სამ შეხვედრაში, ორჯერ იგი მატჩის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ განვლილი ტურის სტატისტიკური მონაცემებიდან ნინიაშვილი ორში ლიდერობს, ერთში კი მეორე ადგილზეა. განვლილ სამ მატჩში ნინიაშვილს ბურთით ყველაზე მეტი მანძილი აქვს გავლილი (323) და ასევე მან ყველაზე მეტჯერ წაიღო ბურთი (30). ნინიაშვილს მეორე მაჩვენებელი აქვს გაბითურებული მეტოქეების რაოდენობაში (12).
GIPHY App Key not set. Please check settings