in

წლის სპორტსმენები სანდრო ბაზაძე და ეთერ ლიპარტელიანი გახდნენ

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გამართა 2025 წლის საანგარიშო სესია და გალა-დაჯილდოება. 2025 წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენებად მსოფლიო ჩემპიონები – სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა) და ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო) დაასახელეს.

ბაზაძემ თბილისში მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა ოქროს მედალი, ხოლო ლიპარტელიანმა 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბუდაპეშტში მსოფლიო პირველობაზე გაიმარჯვა.

გამარჯვებულები:

2025 წლის საუკეთესო ფედერაცია: საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია;

2025 წლის საუკეთესო სპორტული გუნდი: საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები;

2025 წლის საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი: კახაბერ მოცრაძე (ძიუდოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი);

2025 წელს ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელები: მეგი ქადაქიძე (ტყვიის სროლა) და თეიმურაზ ჯანჯღავა (ძალოსნობა);

2025 წლის სეოკ-ის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია: მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური ორგანიზაცია;

საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში: თორნიკე შენგელია (კალათბურთი);

2025 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენები ზამთრის სპორტის სახეობებში: ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა (ფიგურული ციგურაობა);

2025 წლის აღმოჩენა, „ოლიმპიური იმედი“: ინგა გურგენიძე (ფიგურული ციგურაობა);

2025 წლის აღმოჩენა, „ოლიმპიური იმედი“: ვახტანგ ლოლუა (ბერნულ-რომაული ჭიდაობა)

ოლიმპიური კომიტეტისგან ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ: პაატა ნაცვლიშვილი (სეოკ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი) და ელენე ბილიხოძე (საქართველოს პირველი რადიოს წამყვანი)

სანდრო ბაზაძე:

„წლის სპორტსმენად დასახელება ძალიან დიდი და სასიამოვნო აღიარებაა. მომდევნო სეზონებისთვის მზადებას უკვე ვაგრძელებ. ოლიმპიადამდე ბევრი აღარ დარჩა, ორ წელიწადში გაიმართება.
ჩემი მთავარი მიზანი ყოველთვის ოლიმპიადაზე გამარჯვება იყო და ახლაც ასეა. ვფიქრობ, კარიერის ბოლოს ყველაზე გემრიელი და მნიშვნელოვანი სწორედ ეს ლუკმა უნდა იყოს“, – განაცხადა სანდრო ბაზაძემ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ არის მამარდას სამომავლო კონკურენტი ლივერპულში

ევროპის ყველაზე დასწრებადი სტადიონები: გერმანელებს ბადალი არ ჰყავთ