in

ვინ არის მამარდას სამომავლო კონკურენტი ლივერპულში

გიორგი მამარდაშვილი ერთადერთი მეკარე არ არის, რომელიც ფიქრობს, რომ შეუძლია „ლივერპულში“ ალისონის ჩანაცვლება. ბრაზილიელი მეკარე კლუბს, სავარაუდოდ, დატოვებს, ხოლო „ლივერპული“ „აიაქსში“ განათხოვრებულ ვიტეჟლავ იაროშს დაიბრუნებს, – წერს გამოცემა Rousing the Kop-ი.

„ალისონ ბეკერი, შესაძლოა, „ლივერპულმა“ მომავალ ზაფხულს გაყიდოს. მიუხედავად ამისა, „ლივერპულის“ გულშემატკივრებს შეუძლიათ მშვიდად ყოფნა იმ ფაქტის გამო, რომ გუნდს გიორგი მამარდაშვილის სახით მისი ღირსეული შემცვლელი ჰყავს. მოსალოდნელია, რომ ალისონის წასვლის შემდეგ მას სწორედ ქართველი ჩაანაცვლებს.

თუმცა, იჯარით გაშვებული მეკარე ვიტეჟლავ იაროში ამჟამად „აიაქსის“ პირველი ნომერია და იმედოვნებს, რომ მზად არის „ლივერპულში“ ადგილისთვის იბრძოლოს. გუნდში მეკარეთა შემადგენლობა არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი და ჩეხი მეკარე კონკურენციას კიდევ უფრო გაამწვავებს. იაროშმა განაცხადა, რომ პირველი ნომრის სტატუსისთვის იბრძოლებს“, – წერს გამოცემა.

ნიდერლანდური გამოცემა De Telegraaf ჩეხი მეკარის კომენტარს აქვეყნებს:

„ძნელი სათქმელია, როდის ვიქნები მზად, გავხდე „ლივერპულის“ მთავარი მეკარე – განსაკუთრებით ორი ძლიერი მეტოქის გათვალისწინებით, როგორებიც არიან ალისონ ბეკერი და გიორგი მამარდაშვილი, რადგან მათი ადგილის დაკავება მარტივი არ არის. თუმცა საბოლოო მიზანი სწორედ ესაა. როდესაც ამას მივაღწევ, ჩემპიონთა ლიგის მოგებაც მინდა“.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა მსოფლიოს მე-14 ფეხბურთელია: ნახეთ ვის ჯობნის