in ,

ხვიჩა თავდამსხმელების ნომინაციაშია: Globe Soccer Awards-მა შორტ ლისტი გამოაქვეყნა – ვისთან უწევს ბრძოლა

Globe Soccer Awards-ის წლის მოთამაშის ფინალისტები არიან: უსმან დემბელე, ვიტინია (ორივე პსჟ), კილიან მბაპე (რეალი), რაფინია და ლამინ იამალი (ორივე ბარსელონა).

წლის მწვრთნელის ნომინანტები: ხაბი ალონსო (რეალი), მიკელ არტეტა (არსენალი), ლუის ენრიკე (პსჟ), ჰანს-დიტერ ფლიკი (ბარსელონა) და ენცო მარესკა (ჩელსი).

ახლო აღმოსავლეთის წლის მოთამაშის ჯილდოს ნომინანტები: კარიმ ბენზემა (ალ-იტიჰადი), სალემ ალ-დოსარი (ალ-ჰილალი), რიად მაჰრეზი (ალ-აჰლი) და კრიშტიანო რონალდო (ალ-ნასრი).

წლის ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდოს ნომინანტები: პაუ კუბარსი (ბარსელონა), დეზირე დუე და ჟოაო ნევეში (ორივე პსჟ), არდა გიულერი (რეალი) და ქენან ილდიზი (იუვენტუსი).

საუკეთესო თავდამსხმელის ჯილდოს ნომინანტები: უსმან დემბელე და ხვიჩა კვარაცხელია (ორივე პსჟ), კილიან მბაპე (რეალი), რაფინია და ლამინ იამალი (ორივე ბარსელონა).

წლის საუკეთესო ნახევარმცველის ჯილდოს ნომინანტები: ჯუდ ბელინგემი (რეალი), ვიტინია და ჟოაო ნევეში (ორივე პსჟ), კოულ პალმერი (ჩელსი) და პედრი (ბარსელონა).

„ბარსელონა“, „ჩელსი“, „ფლამენგო“, „ლივერპული“ და პსჟ 2025 წლის საუკეთესო გუნდის ჯილდოსთვის იბრძვიან.

Globe Soccer Awards-ის დაჯილდოების ცერემონია დუბაიში 28 დეკემბერს გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შტურმმა მამაგეიშვილი წარადგინა

ხვიჩა მსოფლიოს მე-14 ფეხბურთელია: ნახეთ ვის ჯობნის