22 წლის გიზი მამაგეიშვილი გრაცის “შტურმმა” ოფიციალურად წარადგინა, სადაც ქართველი ნახევარმცველი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
“შტურმმა” მამაგეიშვილს კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაუფორმა და აღნიშნა, რომ ის “იბერიას“ კაპიტანი და საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო.
მამაგეიშვილმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ოთარ კიტეიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც იქაურობა დადებითად დაუხასიათა და რომ მოუთმენლად ელის სეზონისწინა მზადების დაწყებას.
კლუბის დირექტორმა მიხაელ პარენსენმა განაცხადა, რომ მამაგეიშვილი შესანიშნავი ტექნიკით და მენტალიტეტით გამოირჩევა. „ჩვენს შეტევას გააძლიერებს“, აღნიშნა მან.
მამაგეიშვილი ახალ გუნდს იანვარში შეუერთდება,
transfermarkt ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერს 600 ათას ევროდ აფასებს.







GIPHY App Key not set. Please check settings