in

ხვიჩამ ფინალში გაიტანა, პსჟ-მ კიდევ ერთი ტიტული მოიგო

ხვიჩა კვარაცხელიამ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში „ფლამენგოს“ გაუტანა, ხოლო პსჟ-მ მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხა – 2:1, ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

მატჩი კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართა და ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო. მან ანგარიში 38-ე წუთზე გახსნა. დუეს ჩაწოდებული ბურთი მეკარემ მოიგერია, კვარაცხელია კი იქვე ჩასაფრებული აღმოჩნდა და ახლო მანძილიდან შეაგორა.

მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩში 6 გოლი და 5 საგოლე პასია.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენიანთან უხეშობისთვის მსაჯმა ბრაზილიური გუნდის სამი მოთამაშე გააფრთხილა. ძირითადი დროის შემდეგ კვარაცხელია შეცვალეს.

შეფასებები: Sofascore – 7.9; Flashscore – 7.6.

გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა, პარიზელების მეკარე საფონოვმა 4 პენალტი მოიგერია.

ხვიჩა კვარაცხელია მეორე ქართველია კახა კალაძის შემდეგ, რომელიც პრესტიჟული გათამაშების გამარჯვეული გახდა.

პსჟ – ფლამენგო 1:1 (პენ 2:1)
გოლები: 1:0 კვარაცხელია (38), 1:1 ჟორჟინიო (62, პენ)

პსჟ-მ მიმდინარე სეზონში მე-6 ტიტული მოიპოვა: საფრანგეთის ჩემპიონობა, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერლიგა. ახლა ამ ჯილდოებს საკონტინენტთაშორისო თასიც დაემატა. პსჟ-მ ამით “ბაიერნისა” (2020) და “ბარსელონას” (2009) რეკორდი გაიმეორა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გამოიცნეს: ვის მისცეს ჩვენებმა ხმა

655 მილიონი: ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის რეკორდული ფული გამოყო