საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში „ფლამენგოსთან“ მატჩის წინ პსჟ-ს გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას „ეკიპის“ ჟურნალისტმა რატომღაც კითხვა დაუსვა, თუ რას ფიქრობს „ლივერპულის“ ვარსკვლავის მოჰამედ სალაჰის რთულ მდგომარეობაზე, რაზეც ქართველმა ღიმილით და კორექტულად უპასუხა:
„მის მომავალზე საუბარი ჩემი საქმე არაა. ოდესმე გადმოვა თუ არა ჩვენთან? ის შესანიშნავი ფეხბურთელია, ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ გავიმეორებ, ამაზე ლაპარაკი ჩემი საქმე არ არის“.
„კვარამ“ აგრეთვე კომენტარი მოტივაციაზე გააკეთა: „ყველა ტურნირი მნიშვნელოვანია, გამარჯვება გვინდა და თამაშისთვის მზად ვართ. წელს ტიტულის მოგების კიდევ ერთი შანსი გვაქვს, ამიტომ ბოლომდე დავიხარჯებით“.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ქართველი, საბედნიეროდ, მოედანზე უფრო შემოქმედებითია, ვიდრე პრესასთან ურთიერთობაში და მას ციტირებს: „ნებისმიერი ტიტულის დაუფლება სასიხარულოა. ვიცით, კატარი პსჟ-ს მეორე სახლია. კარგი შეხვედრა იქნება, რომელიც წარმოუდგენელ ატმოსფეროში გაიმართება. როგორც მწვრთნელმა გვითხრა, „მეტოქე შესანიშნავი გუნდია, დაძაბული დაპირისპირება გველის, მიზნის მისაღწევად 100%-ით უნდა ვიყოთ მზად“.
„პარიზიენი“ წერს, რომ მწვრთნელის, ლუის ენრიკეს განკარგულებაში აშრაფ ჰაკიმის გარდა ყველ ფეხბურთელია, უსმან დემბელე 90 წუთი საასპარეზოდ მზად არაა, იბრაიმ მბაიე ჩინებულად ირჯება, მაგრამ ეს მისთვის ძირითადი შემადგენლობიდან ბარკოლას ან კვარაცხელიას ამოსაგდებად საკმარისი არაა და მხოლოდ შეიძლება ვივარაუდოთ, მათთან ერთად ვინ იქნება შეტევაში მესამე.
„პარი სენ ჟერმენის“ სავარაუდო შემადგენლობა: შევალიე, ზაირ-ემერი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, ბარკოლა, კვარაცხელია, დუე.
–
პარიზული კლუბი წელს მხოლოდ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს ვერ შეწვდა, ისე კი 5 ტიტული აქვს და რაც მთავარია, მათ შორისაა ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი. რაც შეეხება უსმან დემბელეს, “ოქროს ბურთის” შემდეგ, ფიფას ვერსიითაც საუკეთესო გახდა.
რაც შეეხება საკონტინენთატშორისო თასს, ძირითადად ფინალში აქ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის საუკეთესო კლუბები ეთამაშებიან და უპირატესობა ევროპელთა მხარესაა.
აღსანიშნავია, რომ პსჟ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ბრაზილიურ კლუბთან, “ბოტაფოგოსთან” დამარცხდა.
“ფლამენგომ” ეს ტიტული 1981 წელს, “ლივერპულის” დამარცხებით მოიპოვა, როცა ლივერპულელების თბილისის “დინამოსთან” ევროპის სუპერთასისთვის შეხვედრა არ შედგა. ახლო წარსულში მშვენიერ მცველს, ფელიპე ლუიშს კარგი გუნდი ჰყავს და ზაფხულში აშშ-ში მათ ლონდონის “ჩელსის” მოუგეს.
ფრანგულ-ბრაზილიური დაპირისპირება აჰმედ ბინ ალიში დღეს, ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება.
sportall.ge



GIPHY App Key not set. Please check settings