in

კიდევ გოლი, კიდევ გოლი: პსჟ-მ რეკორდი დაამყარა

საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში პსჟ-მ სტუმრად „მეცს“ 3:2 მოუგო და ამით რეკორდი დაამყარა.

საქმე ისაა, რომ 2025 წელს პსჟ-მ ყველა ტურნირზე 173 გოლი გაიტანა, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო მიღწევაა. წინა რეკორდი 2017 წელს დაფიქსირდა, როცა პარიზელებმა ერთ კალენდარულ წელიწადში 172 გოლი გაიტანეს. მაშინ სხვებთან ერთად მბაპე და ნეიმარი უტევდნენ.

ამ 173 გოლიდან 13 ხვიჩასია.

პარიზულ გუნდს ჯერ კიდევ აქვს თამაშები დარჩენილი 2025 წელს, მათ შორის საკონტინენტთაშორისო თასის ფინალი ხვალ „ფლამენგოსთან“ და თუ მოიგო, 2025 წელს 6 ტიტულით დაასრულებს, რაც კიდევ ერთი რეკორდი და ისტორიული შედეგი იქნება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გულიაშვილი სარაევოდან წავა: სად?

ქოჩორა ევროპაში მეხუთეა: რით?