ესპანურენოვანმა გამოცემა 90min.com-მა ბრაზილიის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, ოღონდ იმ ბრაზილიელებისგან, რომლებიც სხვა ქვეყნების სახელით გამოდიან.
სიმბოლურ ნაკრებში იტალიის ნაკრების ოთხი ბრაზილიელია – რაფაელ ტოლოი, ემერსონი, ჟორჟინიო და ტიაგო მოტა.
სიაში ესპანეთის ნაკრების სამი ფეხბურთელია – დიეგო კოსტა, როდრიგო და ტიაგო ალკანტარა.
ორ-ორი წარმომადგენელი ჰყავს პორტუგალიას და რუსეთს: პეპე და დეკუ პორტუგალიიდან და მეკარე გილერმე და მცველი მარიო ფერნანდესი რუსეთიდან.
GIPHY App Key not set. Please check settings