გიორგი შერმადინი “ლიგა ენდესას” მე-11 ტურის საუკეთესო კალათბურთელი გახდა.
“ლენოვო ტენერიფემ” “გრან კანარია” 98:89 დაამარცხა. 32 წლის ქართველ ცენტრს კი, 25 ქულა, 10 მოხსნა და 1 პასი ჰქონდა.
მართალია, აღნიშნული შეხვედრა ჯერ კიდევ გასული წლის 20 ნოემბერს ჩატარდა, თუმცა ამ ტურის ერთი გადადებული შეხვედრა (ბრეოგანი-ხუვენტუტი) გუშინ გაიმართა და ტურის MVP-ც ამის შემდეგ დაასახელეს.
GIPHY App Key not set. Please check settings