in

კიტე შეცვლაზე შევიდა, გამარჯვების გოლი გაიტანა და საუკეთესოც გახდა

ოთარ კიტეიშვილმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა და „შტურმს“ სტუმრად „ჰარბერგთან“ მოაგებინა – 1:0.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი ძირითადში არ ყოფილა, მოედანზე 54-ე წუთზე შევიდა და მე-80 წუთზე პენალტი გაიტანა.
8.4 ქულა დაუწერეს და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

კიტეიშვილი 8 გოლითა ბომბარდირთა შორისაა.
ყველა ტურნირზე კი 20 მატჩში 11 გოლი და 2 ასისტი აქვს.

ჰარბერგი – შტურმი 0:1
გოლი: კიტეიშვილი (80, პენ)

„შტურმი“ 25 ქულით მე-2 ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული), ლიდერ „ზალცბურგს“ 1 ქულით ჩამორჩება და 3 დეკემბერს „ტიროლს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველომ ესპანეთთან დიდი ანგარიშით წააგო

მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა, ვილიარეალმა დრამა მოიგო