საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შინ უკრაინასთან დამარცხდა – 79:92.
ვიდეო: საქართველომ მსოფლიო საშინაო წაგებით დაიწყო
მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.
ალექსანდრ ჯიკიჩი:
„კარგად დავიწყეთ, ფარსაც ვაკონტროლებდით და შეტევებსაც, მეტოქეს სივრცე კარგად შევუზღუდეთ, მოხსნებში 15:5 ვაჯობეთ. თუმცა მეორე ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა და ფარქვეშაც გვაჯობეს, მოხსნებში.
ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს: შეიძლება ენერგია არ გვეყო, გვყავს ახალი კალათბურთელები და შესათამაშებლად არ გვქონდა დრო.
დარწმუნებული ვარ, ამაზე უკეთ თამაში შეგვიძლია და იმედია, ამას უახლოეს მატჩებში ვნახავთ“.



GIPHY App Key not set. Please check settings