in

კიტემ ევროპა ლიგაზე ულამაზესი გოლი გაიტანა

ევროპა ლიგის მე-5 ტურში, ათენში ოთარ კიტეიშვილმა ბრწყინვალე გოლი გაუტანა „პანათაინაიკოსს“, მაგრამ „შტურმი“ მაინც დამარცხდა – 1:2.

34-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები იგებდნენ, ქართველმა ნახევარმცველმა დრიბლინგი წამოიწყო და სანამ საჯარიმომდე მივიდოდა, შორიდან დაარტყა – ბურთი ხარიხას ოდნავ შეეხო და კარში ჩავიდა: ძალიან ეფექტური გოლი გამოვიდა.

კიტეიშვილმა თავის გუნდში საუკეთესო შეფასება მიიღო: sofascore – 7.5, whoscored – 7.1, Flashscore – 7.0.

შეცვალეს 73-ე წუთზე შეცვალეს და „შტურმმა“ ეგრევე გოლი გაუშვა.

მიმდინარე სეზონში კიტეიშვილის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 19 მატჩში 10 გოლი და 2 საგოლე პასია.

პანათინაიკოსი – შტურმი 2:1
გოლები: 1:0 სვიდერსკი (18), 1:1 კიტეიშვილი (34), 2:1 კალაბრია (74)

„შტურმი“ 4 ქულით 28-ე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 11 დეკემბერს შინ „ცრვენა ზვეზდასთან“ ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: საქართველომ მსოფლიო საშინაო წაგებით დაიწყო

კაშია საუკეთესოა: გოლი და მოგება – როგორ ითამაშეს ჩვენება ევროტურნირებზე