კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგის მატჩში პირველად გაიტანა ოთხი გოლი.
„რეალის“ თავდამსხმელმა „ოლიმპიაკოსს“ 22-ე, 24-ე, 29-ე და 59-ე წუთებში გაუტანა.
ეს ფრანგის კარიერაში მეოთხე პოკერია. 2023 წელს მან ხუთი გოლი გაიტანა „პეი დე კასელის“ წინააღმდეგ პსჟ-ს შემადგენლობაში საფრანგეთის თასზე, 2021 წელს ოთხი გოლი გაიტანა საფრანგეთის ნაკრების რიგებში ყაზახეთთან შესარჩევ შეხვედრაში, ხოლო 2018 წელს პარიზულ კლუბთან ერთად ლიგა 1-ში „ლიონის“ წინააღმდეგ შეაგდო ოთხი გოლი.
მბაპემ წელს მეხუთე ჰეთ-თრიკი შეასრულა.
ამასთან, ის ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი გახდა სტუმრად ჰეთ-თრიკების რაოდენობით.
2025 წელს კილიანმა სხვადასხვა ტურნირზე ხუთი ჰეთ-თრიკი შეასრულა. მან სამ-სამი გოლი გაიტანა „ვალიადოლიდის“ (25 იანვარი), „სიტის“ (19 თებერვალი), „ბარსელონას“ (11 მაისი) და „კაირატის“ (30 სექტემბერი) წინააღმდეგ.
მბაპემ სალაჰთან მხოლოდ ნახევარი წუთით წააგო
ეს ჩემპიონთა ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკია: 6 წუთი და 42 წამი. მესამე ნახევარი წუთით ადრე რომ გაეტანა, რეკორდს დაამყარებდა: მოჰამედ სალაჰმა 2022 წელს „ლივერპულის“ რიგებში „რეინჯერსის“ წინააღმდეგ 6:12 წუთში გაიტანა სამი გოლი.
ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მხოლოდ ორ ფეხბურთელს აქვს სამი გოლი უფრო სწრაფად გატანილი: მარკო სიმონემ „მილანის“ რიგებში „რუსენბორგის“ წინააღმდეგ 1996 წელს 24-ე წუთისთვის შეასრულა ჰეთ-თრიქი და რობერტ ლევანდოვსკიმ „ზალცბურგის“ წინააღმდეგ „ბაიერნის“ რიგებში 2022 წელს, 23-ე წუთისთვის.
ეს მბაპეს მე-19, მე-20, მე-21 და მე-22 გოლებია „რეალის“ რიგებში ამ სეზონში. მას კლუბში 18 მატჩში 22+3 გოლი აქვს გატანილი.
მბაპე ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ბომბარდირია 9 გოლით. მანამდე მან ორი გოლი გაიტანა „მარსელთან“და სამი – „კაირატის“ კარში. მან ასევე ყველაზე მეტი გოლი გაიტანა ლა ლიგაში (13).


GIPHY App Key not set. Please check settings