გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდის“ პრესსამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თითქმის რვათვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნებით ბედნიერია.
გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიფში, „პრესტონთან“ მატჩში (1:1) მოედანზე 74-ე წუთზე შევიდა. ბოლოს მან მიმდინარე წლის აპრილში ითამაშა და შემდეგ ტრავმის გამო მოედანზე გასვლას ვერ ახერხებდა.
„მატჩის შედეგით იმედგაცრუებული დავრჩი, თუმცა დიდი ხნის უთამაშებლობის შემდეგ მოედანზე დაბრუნებით ძალიან ბედნიერი და აღელვებული ვარ. ეს ფსიქოლოგიურად რთული პერიოდი იყო, რადგან ტრავმას დიდი ხნის განმავლობაში ვმკურნალობდი. ბევრი ვიშრომე, რომ ეს დღე რაც შეიძლება მალე დამდგარიყო.
ამ პერიოდში ჩვენი ესპანელი მთავარი მწვრთნელის, ხავი გრასიას მხარდაჭერას ვგრძნობდი. ის თავმდაბალი ადამიანი და კარგი მწვრთნელია. მასთან მუშაობა მომწონს, რადგან სულ მამხნევებდა. მითხრა, რომ მარცხენა ფლანგზე უნდა მეთამაშა. ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო“, – აღნიშნა ჩაკვეტაძემ.
1tv.ge



GIPHY App Key not set. Please check settings