დღეს, თბილისის დროით 24:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში ხვიჩას პსჟ “ტოტენჰემს” უმასპინძლებს. პარიზელთა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ლუის ენრიკესთან ერთად სწორედ ქართველი ფეხბურთელი მივიდა.
ხვიჩა კვარაცხელია:
„ბევრი ასპექტია, რომლის გაუმჯობესებაც მსურს. მაგალითად გოლების გატანა და მეტი საგოლე პასების გაკეთება. ვცდილობ, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო. თანმიმდევრულობა ყველაზე რთულია, თუმცა ჩვენი საქმის ნაწილია.
დაცვაში ადრე ამდენს არ ვმუშაობდი, ადრე შეტევაზე უფრო ვიყავი ორიენტირებული, მაგრამ ახლა ვიცი, რომ ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა დაცვაში. მწვრთნელის წყალობით ამ მხრივ პროგრესი მაქვს. მოედანზე 100%-ით ვიხარჯები და ვცდილობ გუნდს დავეხმარო, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ.
სეზონის სტარტი რთული გამოგვივიდა, რადგან ზაფხულში დიდი ხნით არ დაგვისვენია. ახლა უკეთეს ფორმაში ვართ, პირადად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.
რაც შეეხება „ტოტენჰემს“, კონტრშეტევებზე ძალიან კარგად თამაშობს და თავსაც კარგად იცავს. რთული მატჩი იქნება, მაგრამ მათ წინააღმდეგ სათამაშოდ მზად ვართ. უკვე ვითამაშეთ ლონდონელებთან ევროპის სუპერთასზე. რთული მატჩი იყო, 0:2 ვაგებდით და მატჩი ბოლოს გადავარჩინეთ. ახლა დაპირისპირება განსხვავებული იქნება.
გვიყვარს „პარკ დე პრენსზე“ თამაში, რადგან ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გამოსვლა დიდი პატივია. ეს სიამოვნებაა და ყოველთვის მოუთმენლად ველით.
აშრაფ ჰაკიმის შეცვლა ურთულესია. გასულ სეზონში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ნამდვილად დაიმსახურა. იმედია, მალე დაბრუნდება. ის წარმოუდგენელი მოთამაშე და შესანიშნავი ადამიანია.
ჟოაო ნევეში გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. არ აქვს მნიშვნელობა გოლს ვინ გაიტანს, მთავარი გამარჯვებაა.
მარკინიოსი გამორჩეული ლიდერი და შესანიშნავი ადამიანია. ის ყველას ყოველდღე სტიმულს მატებს. შესანიშნავი კაპიტანი და მოთამაშეა.
ჩვენი ახალგაზრდები წარმოუდგენლად კარგები არიან. ისინი ბევრს შრომობენ, ზოგჯერ ვერც ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ 16-17 წლის არიან. მათ სწავლა სურთ და ყოველდღიურად იზრდებიან. აქ წარმოუდგენლად მაღალი დონეა ბევრი მომავალში ძალიან კარგი მოთამაშე გახდება.
ყველამ იცის, რომ მარცხენა ფლანგზე თამაში მომწონს, მაგრამ ფეხბურთელს ადაპტაცია უნდა შეეძლოს. რა თქმა უნდა, მარტივი არ არის, თუმცა ფეხბურთელს რამდენიმე პოზიციაზე თამაში უნდა შეეძლოს. იმედი მაქვს, მალე როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვენა ფლანგზეც კარგად ვითამაშებ.
ზოგი ამბობს, რომ ლიგა 1-ში თამაში მარტივია, ეს ასე არ არის, რადგან საფრანგეთში მაღალი ტემპში და დიდი მონდომებით თამაშობენ. პსჟ-ს დამარცხება ყველას განსაკუთრებულად სურს, ლიგა 1 კი ევროპის საუკეთესო ხუთეულშია“.




GIPHY App Key not set. Please check settings