in ,

ინგლისის ჩემპიონი არსენალი გახდება: კომპიუტერმა გამოთვალა – ვინ გავარდება

Opta-ს მიაჩნია, რომ 2025/26 წლების სეზონში „არსენალი“ პრემიერლიგას მოიგებს.

მიკელ არტეტას გუნდს 12 მატჩიდან 29 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. „ჩელსი“ 23 ქულით მეორეზეა, ხოლო „მანჩესტერ სიტი“ 22 ქულით მესამეზე.

სუპერკომპიუტერი ლონდონელებს ტიტულის მოგების 76.1%-იან შანსს აძლევს. „სიტის“ გამარჯვების შანსი ხუთჯერ ნაკლებია – 14.1%.

სხვა გუნდების ტიტულის მოგების შანსები კი ძალიან მცირეა: „ჩელსის“ 3.46% აქვს, „ლივერპულს“ 2.42%, „ასტონ ვილას“ 1.57%, ხოლო „კრისტალ პალასს“ 1.17%.

Opta სხვა გუნდებს 1%-ზე ნაკლებ შანსს აძლევს.

ამავდროულად, Opta გავარდნის მთავარ პრეტენდენტად „ვულვზს“ მიიჩნევს 94.9%-იანი ალბათობით. ასევე სავარაუდოა, რომ „ბარნლი“ (61.2%) და „ლიდსი“ (61.1%) გავარდებიან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რატომ გაქრა და როდის ათამაშდება გულიაშვილი