in

კიტემ გაიტანა, საუკეთესო შეფასებები მიიღო, შტურმმა მაინც წააგო

ავსტრიის ჩემპიონატში ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ უშუალო კონკურენტ „ლასკს“ უმასპინძლა და დამარცხდა – 1:3.

მასპინძელთა გოლი ქართველმა გაიტანა: უკვე მე-7 წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ მაღალ ბურთზე ახტა და თავი შორეულ კუთხეში პარაშუტით ჩაუშვა.
სტუმრებმა 27-ე წუთისთვის მოახერხეს დაწინაურება, მეორე ტაიმში კი ერთიც გაიტანეს.

კიტეიშვილისთვის ეს მეშვიდე გოლია. სულ კი „შტურმის“ მაისურით 2018 წლიდან დღემდე 52 გოლი აქვს გატანილი.

კიტეიშვილის შეფასებები: Flashscore – 7.9 (თავის გუნდში საუკეთესო); Sofascore – 8.6 (ორივე გუნდში საუკეთესო).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წიტაიშვილმა საფრანგეთში პირველი გოლი გაიტანა

ლოჩოშვილი კარგი იყო, გოგლიჩიძე განაცხადში გამოჩნდა – ლეგიონერები