in

წიტაიშვილმა საფრანგეთში პირველი გოლი გაიტანა

გიორგი წიტაიშვილმა საფრანგეთის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა, რომლის „მეცი“ სტუმრად „ბრესტთან“ დამარცხდა – 2:3.

მე-13 ტურის შეხვედრაში წიტაიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი აბუაშვილი თადარიგში დარჩა.

მე-6 წუთზე „მეცის“ კონტრშეტევა წიტაიშვილმა გოლით დაასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

აღსანიშნავია, რომ მსაჯის მიიერ წამატებულ დროში სტუმართა კარში ორჯერ დაინიშნა პენალტი, ჯერ მეკარემ მოიგერია, მეორედ კი გოლი გავიდა.

წიტაიშვილის შეფასებები: sofascore – 7.5, flashscore – 6.8, whoscored – 6.7.

Giorgi TSITAISHVILI of Metz celebrates goal with teammates during the Ligue 1 McDonald’s match between Brest and Metz at Stade Francis Le Ble on November 23, 2025 in Brest, France. (Photo by Dave Winter/FEP/Icon Sport) – Photo by Icon Sport

ბრესტი – მეცი 3:2
გოლები: 1:0 მბუპი (2), 1:1 წიტაიშვილი (6), 2:1 დუმბია (48), 2:2 კულიბალი (79, საკ. კარში), 3:2 დელ კასტილიო (90+10, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: დელ კასტილიო (90+5, ბრესტი)

„მეცმა“ ზედიზედ სამი მოგების შემდეგ მარცხი განიცადა, 11 ქულით ბოლოსწინა, მეჩვიდმეტე ადგილზეა და 28 ნოემბერს „რენს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბუდუ შეცვლაზე შევიდა, გოჩოლეიშვილი შეცვალეს: ორივეს გუნდმა წააგო

კიტემ გაიტანა, საუკეთესო შეფასებები მიიღო, შტურმმა მაინც წააგო