ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ „მალიორკას“ უმასპინძლა და მოუგო – 2:1.
ქართველი თავდამსხმელი თადარიგში იყო და მოედანზე 64-ე წუთზე, 1:1-ზე შევიდა. ჩვენიანმა ერთი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, ახლო მანძილიდან, მეკარის საჯარიმოს ხაზიდან დასწრებაზე ურტყამდა, მაგრამ მეკარემ ბურთი ფეხით მაინც მოიგერია.
შეფასებები: sofascore – 6.4, flashscore – 6.4, whoscored – 6.2.

ვილიარეალი – მალიორკა 2:1
გოლები: 1:0 მორენო (6), 1:1 სამუ კოსტა (8), 2:1 ოლუვასეი (83)
„ვილიარეალი“ 29 ქულით მე-3 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 26 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე დორტმუნდში „ბორუსიასთან“ ჩაატარებს.



GIPHY App Key not set. Please check settings