საფრანგეთის ჩემპიონატში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ შინ „ჰავრი“ დაამარცხა – 3:0. ქართველმა ფეხბურთელმა მშვენიერი საგოლე პასი გააკეთა.
ხვიჩა ძირითადში არ ყოფილა და მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა. 87-ე წუთზე კი მოედნის ცენტრიდან მეტოქის საჯარიმოს ხაზთან ბარკოლას გრძელი გამჭოლი პასი გაუკეთა. ლიგა 1-აში კვარაცხელიამ უკვე სამი ასისტი მიითვალა (პლუს 1 გოლი).
ჩვენიანს გატანის შანსი თავადაც ჰქონდა, მაგრამ ბურთი მეკარემ მოიგერია.
შეფასებები განსხვავებულია: Whoscored – 7.1 Sofascore – 6.8 Flashscore – 8.1
პსჟ – ჰავრი 3:0
გოლები: 1:0 ლი (29), 2:0 ნევეში (65), 3:0 ბარკოლა (87)
პსჟ 30 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 27 ნოემბერს, შინ ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰემთან“ გამართავს.



GIPHY App Key not set. Please check settings