in

ტოტენჰემი მიქაუტაძეში 50 მილიონს იხდის

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, შესაძლოა, „ვილიარეალმა“ გაყიდოს, მისი ტრანსფერით „ტოტენჰემი“ დაინტერესდა და მზადაა, ესპანურ კლუბს 50 მილიონი ევრო გადაუხადოს – ინფორმაციას გამოცემა Fichajes-ი ავრცელებს.

„გიორგი მიქაუტაძე „ვილიარეალის“ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოთამაშედ იქცა. როგორც ჩანს, ქართველმა თავდამსხმელმა კლუბში მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი – 12 ოფიციალურ მატჩში 4 გოლი გაიტანა, რაც ადასტურებს მის სწრაფ ადაპტაციას და უფრო მაღალ დონეზე თამაშის პერსპექტივას.

„ვილიარეალმა“ ფეხბურთელი ზაფხულში 30 მილიონ ევროდ შეიძინა და ქართველის გამოსასყიდი თანხა მკვეთრად გაზარდა – ის ესპანურ კლუბს 50 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად არ დატოვებს.

თავდამსხმელს უკვე რამდენიმე წამყვანი კლუბი აკვირდება, მათ შორის არის „ტოტენჰემი“, რომელიც 50 მილიონი ევროს ღირებულების შეთავაზებას ამზადებს. ინგლისელები დარწმუნებული არიან ქართველი თავდამსხმელის შესაძლებლობებში. 25 წლის მიქაუტაძის საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ არის და ლონდონში ამას კარგად ხვდებიან.

„ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ეს ტრანსფერი გუნდის შეტევის ხაზს გააძლიერებს. მიქაუტაძის შეძენა მათ ადრეც სურდათ, მაგრამ მაშინ ტრანსფერი არ შედგა.

„ვილიარეალისთვის“ მიქაუტაძე პრიორიტეტული მოთამაშეა და 50 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაუშვებენ. თუ გიორგი ლა ლიგაში შედეგიან თამაშს გააგრძელებს, მისი ფასი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს“.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკო შესაძლოა ზამთარში 20 მილიონად წავიდეს