საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ტორონტო რეპტორსის“ ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს მიმდინარე სეზონში თავისი ყველაზე შედეგიანი მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ვგრძნობ, რომ წინ კიდევ ბევრი კარგი რამ მელის. თავს კომფორტულად ვგრძნობ, საკუთარ თავთან ჰარმონიაში ვარ. სამწვრთნელო შტაბთან მუდმივი კომუნიკაცია მაქვს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ჩემი გამოყენება სხვადასხვა პოზიციაზე, კონკრეტული მეტოქის მიხედვით.
მსურს, საკუთარი ძლიერი მხარეები გამოვავლინო, ჩემი თამაშის სტილი ვაჩვენო. ამაში თანაგუნდელები ძალიან მეხმარებიან. ჩემი კარიერა სწორი გზით ვითარდება, ეს ძალიან მახარებს. მწვრთნელი, დარკო რაიკოვიჩი შესანიშნავი ადამიანია. ყოველდღე მოდის ჩვენთან და დამატებით მოტივაციას გვაძლევს. ზრუნავს, რომ მუდმივად მშიერები ვიყოთ გამარჯვებისთვის.
რაც შეეხება „ვაშინგტონთან“ მატჩს, გვაფრთხილებდნენ, რომ მეტოქეს მაქსიმალური სერიოზულობით უნდა მოვკიდებოდით, უნდა გვეთამაშა სწორი მენტალიტეტით და ვფიქრობ, მოედანზე ეს ვაჩვენეთ, ახლა კი შემდეგ შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ“, – განაცხადა მამუკელაშვილმა.
მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი „ტორონტოს“ რიგებში საშუალოდ 10.1 ქულას, 3.7 მოხსანა და 1.9 გადაცემას აგროვებს. მისი სათამაშო დრო და როლი გუნდის სისტემაში მზარდია.
1tv.ge



GIPHY App Key not set. Please check settings