in

საზონოვის იანვარში დამატება მადრიდული გუნდისთვის აუცილებელია

„ხეტაფე“ საქართველოს ნაკრებისა და „ტორინოს“ ფეხბურთელის საბა საზონოვის გადაბირებას ისევ შეეცდება, – იტყობინება As-ი.

გამოცემის ცნობით, „ხეტაფე“ სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე თვენახევრით ადრე შეუდგა გუნდის გაძლიერებაზე მუშაობას, განსაკუთრებით ცენტრალური მცველის და ცენტრალური თავდამსხმელის დამატება სჭირდება და მწვრთნელს ხოსე ბორდალასს კლუბის ხელმძვანელობა ამ საკითხში დაეხმარება.

აღნიშნულია, რომ „ხეტაფეს“ საზონოვის სახელი წითლად აქვს მონიშნული, რომლის ტრანსფერი ზაფხულში ბიუროკრატიული დაუდევრობის გამო ბოლო მომენტში ჩაიშალა, გადაუდებელი აუცილებლობა კი, ქართველის იანვარში მადრიდულ გუნდში გადასვლას უფრო სავარაუდოს ხდის.

საბას „ტორინოსთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი საბაზრო ღირებულება 1.5 მილიონი ევროა, ხოლო ამ სეზონში საერთოდ არ უთამაშია.

„ხეტაფე“ 12 ტურის შემდეგ ლა ლიგაში 17 ქულით მერვე ადგილზეა.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიდევ სამით უკან: საქართველომ რეიტინგში ქვემოთ მიიწევს

მუნდიალის წილისყრის წინ გუნდები კალათებში განაწილდნენ