in

ხვიჩა პრესტიჟული Globe Soccer Awards-ის ნომინანტია: როგორ მივცეთ ხმა

Globe Soccer Awards-მა 2025 წლის დაჯილდოვების ნომინანტები დაასახელა. სასიამოვნოა, რომ წლის საუკეთესო თავდამსხმელისა და საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის სიაში საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ის შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

საუკეთესო თავდამსხმელისთვის ბრძოლაში მისი კონკურენტები ხულიან ალვარესი, უსმან დემბელე, სეიდუ გირასი, ვიქტორ დიოკერეში, ერლინგ ჰოლანი, ალექსანდრ ისაკი, ვინისიუსი, ჰარი კეინი, რობერტ ლევანდოვსკი, ლაუტარო მარტინესი, კილიან მბაპე, რაფინია, ბუკაიო საკა, მოჰამედ სალაჰი და ლამინ იამალი არიან.

საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელობისთვის კი ხვიჩასთან ერათად უსმან დემბელე, ჯანლუიჯი დონარუმა, დეზირე დუე, ვიქტორ დიოკერეში, ერლინგ ჰოლანი, აშრაფ ჰაკიმი, ალექსანდრ ისაკი, ვინისიუსი, ჰარი კეინი, რობერტ ლევანდოვსკი, ლაუტარო მარტინესი, კილიან მბაპე, სკოტ მაკტომინეი, ნუნო მენდეში, მაიკლ ოლისე, კოულ პალმერი, პედრი, რაფინია, დეკლან რაისი, ფაბიან რუისი, მოჰამედ სალაჰი, ვიტინია, ფლორიან ვირცი და ლამინ იამალი იბრძოლებენ.

დაჯილდოების ცერემონია 28 დეკემბერს დუბაიში გაიმართება. კვარაცხელიასთვის ხმის მიცემა საუკეთესო თავდამსხმელის ნომინანტებში ამ ლინკზე ხოლო საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელისთვის ამ ლინკზე შეგეძლებათ.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ილია თოფურია მეორე ადგილზეა, მერაბ დვალიშვილი – მესამეზე