გოლს რომ უშვებ, სასიამოვნო არასდროს არ არის, მაგრამ განსაკუთრებით უსიამოვნოა, როდესაც მეტოქე ამას ეფექტურად აკეთებს და თავს შეურაცხყოფილად გრძნობ. დიდ ფეხბურთელებს ან თუნდაც ნაკლებად სახელიანებს არაერთხელ გაუკეთებიათ მსგავსი რამ და ახლა შეგვიძლია კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ასეთი გოლები.