in

ხვიჩა: თამაშს მაინც დადებითად შევაფასებ, რადგან…

საქართველომ ესპანეთთან კიდევ ერთხელ წააგო, ამჯერად 0:4. ანგარიშია სხვა, თორემ თამაშის ხარისხი ისევ არაფრისმომცემი. შეხვედრის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა ჩვენი გუნდის ლიდერმა.

ხვიჩა კვარაცხელია:
„ამ თამაშმა პირველ რიგში გამოცდილება მოგვცა. მარტივ ჯგუფში არ ვართ, თუმცა შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები. უნდა გავაგრძელოთ შრომა და განვითარება. მიუხედავად დიდი სხვაობით მარცხისა, დღევანდელ თამაშს დადებითად შევაფასებ, რადგან გამოვასწორეთ გარკვეული ასპექტები. ესპანეთის ნაკრებთან თამაში გრანდებითვისაც კი რთულია. ჩემი აზრით, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს და მათი ბრძოლითა და შემართებით კმაყოფილი ვარ”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ახალი დაცვითი სისტემის მშენებლობა რთულია: ვილი სანიოლი

მამარდა: სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა