საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევში მორიგი მატჩი წააგო – თბილისში, ესპანეთთან 0:4 და კიდევ ერთხელ აჩვენა უნიათო ფეხბურთი.
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა:
რაღაც უნდა შეიცვალოს… საქართველო გუნდს აღარ ჰგავს და ესპანეთთან კიდევ ერთხელ შერცხვა
ვილი სანიოლი:
„შედეგი აჩვენებს, რომ ახალი დაცვითი სისტემის მშენებლობა რთული და შრომატევადი საქმეა. არ ვიყავით საკმარისად ხისტები დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს. თუმცა, ოქტომბერთან შედარებით იმედისცმომცემი მომენტებიც დავინახე, განსაკუთრებით ბურთით მოძრაობის და შეტევების წამოწყების დროს. ვნახოთ, როგორ აღიდგენენ ძალებს ფეხბურთელები, თუმცა გარკვეული ცვლილებები ბულგარეთთან მატჩში აუცილებლად იქნება. სოფიაში ნაკრებს ილია ბერიაშვილი შემოუერთდება”.



GIPHY App Key not set. Please check settings