in

ახალგაზრდულმა საქართველომ ლიდერთან წააგო და ახლა გერმანიას ელოდება

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, F ჯგუფში, მეოთხე ტურის მატჩი ათენში საბერძნეთის ნაკრებთან წააგო – 0:3.

ბერძნებმა ორი გოლი მიჯრით ტაიმის ბოლოს გაგვიტანეს და სოლიდურად გავიდნენ შესვენებაზე: 44-ე წუთზე ციმასმა პენალტით გახსნა ანგარიში, მსაჯის მიერ წამატებულ წუთზე კი კალეგოროპულოსმა მეორე გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა თამაში გამოასწორა, შეტევებზეც გადავიდა (ერთი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაგვითვალეს, სამართლიანად).
ჩვენებს იმედი და შანსი მაშინ გაუჩნდათ, როცა პენალტი ჩვენც მოვიპოვეთ, მაგრამ 75-ე წუთზე შეცვლაზე ახალშესულმა ლუკა წულუკიძემ ვერ გამოიყენა, ბურთი მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში წავიდა და ძელს მოხვდა, ბერძნებმა კი აქეთ კიდევ ერთი გაგვიტანეს.

საბერძნეთი – საქართველო 3:0
გოლები: 1:0 ციმასი (44, პენ), 2:0 კალაგეროპულოსი (45+1), 3:0 კერამიცისი (79)
გამოუყენებელი პენალტი: წულუკიძე (75)

საქართველო: ბერუაშვილი, ხარებაშვილი, ბუკია, ლაცაბიძე (გიუნაშვილი 83), გვასალია (წულუკიძე 72), ლორთქიფანიძე (ქარსელაძე 72), დადიანი, ჯაფარიძე, ბასილაძე, ტაბატაძე (პარკაძე 58), გოცირიძე (დეისაძე 46)

გაფრთხილება: გვასალია (8). სმირლისი (16). კონტურისი (26). გოცირიძე (37).

4 ტურის შემდეგ, 12 ქულით საბერძნეთის ნაკრები ლიდერია, საქართველო 5 ქულით მე-4 ადგილზეა.
მომდევნო მატჩი 18 ნოემბერს თბილისში გვაქვს, გერმანიასთან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შენგელიამ ევროლიგაში ყოფილს მოუგო – ბარსამ ვირტუსი დაამარცხა

ფოტო: ესპანეთის ვარჯიში დინამოზე