in

ახლა უნდა დავიწყოთ მზადება მომავალი წლისთვის: ხვიჩა უკეთეს ფორმაშია

CREATOR: gd-jpeg v1.0 (using IJG JPEG v62), quality = 81

საქართველოს ნაკრები ესპანეთთან მატჩისთვის ემზადება. 13 ნოემბერს, ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე ივარჯიშა.

ტრავმის გამო მოახლოებულ მატჩებში ნაკრებს გაბრიელ სიგუა და ნიკა გაგნიძე ვერ დაეხმარებიან. საქართველოს ნაკრები ევროპის მოქმედ ჩემპიონს დინამო არენაზე 15 ნოემბერს უმასპინძლებს. ყვითელი ბარათების გამო შეხვედრას გიორგი ქოჩორაშვილი გამოტოვებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

ნოემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში გასამართი მატჩების შესახებ ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი გოჩოლეიშვილმა ისაუბრეს.

ხვიჩა კვარაცხელია:
„ესპანეთის წინააღმდეგ წლის ბოლო საშინაო მატჩს გავმართავთ. ყოველთვის ბედნიერები ვართ, როდესაც ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გვიწევს თამაში. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფიდან გასვლის ძალიან მცირე შანსი გვაქვს. მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებია ჩვენთვის, რადგან სწორედ ახლა უნდა დავიწყოთ მზადება მომავალი წლისთვის.

ოქტომბრის შეკრებაზე, ტრავმის გამო, ასი პროცენტით მზად არ ვიყავი, თუმცა ნაკრებისთვის ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები. ჩემი ხალხისთვის და თანაგუნდელებისთვის თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახლა უკეთეს ფორმაში ვარ, არაფერი მაწუხებს და ვეცდები, რომ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო. ბედნიერები ვართ, რომ კვლავ ერთად გვიწევს თამაში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დადებითი შედეგით დავასრულოთ ეს შეხვედრები”.

CREATOR: gd-jpeg v1.0 (using IJG JPEG v62), quality = 81

გიორგი გოჩოლეიშვილი:
„ოქტომბრის სანაკრებო პაუზა ისეთი არ გამოვიდა, როგორც გვინდოდა. ძალიან მოტივირებულები ვართ. ესპანეთთან მატჩის მსგავსად, რთული შეხვედრა გველის ბულგარეთში. მეტოქე საკუთარ მოედანზე თამაშობს და ვეცდებით, რომ თამაში ჩვენ სასარგებლოდ დავასრულოთ”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შენგელიას კარგი მატჩი ბაიერნთან

საქართველო ერთა ლიგაზე მესამეა კალათაშია