საქართველოს ნაკრემბა ნოემბრის შეკრების მესამე ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართა და მასში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გაბრიელ სიგუა და ნიკა გაგნიძე ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებენ მზადებას.
ესპანეთთან და ბულგარეთთან გასამართი საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩების შესახებ ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა ოთარ კიტეიშვილმა და ანზორ მექვაბიშვილმა ისაუბრეს.
ოთარ კიტეიშვილი:
“ვემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი მატჩებისთვის. მართალია, ჯგუფიდან გასასვლელად ფაქტობრივად სასწაული გვჭირდება, მაგრამ ჩვენთვის, ნაკრების თითოეული წევრისთვის, ძალიან მნიშვენლოვანი მატჩებია. გვსურს, პირველ რიგში საკუთარ თავს დავუმტკიცოთ, რომ ის გუნდური სულისკვეთება ისევ დიდი რაოდენობით აქვს ამ ნაკრებს და გუნდი გააგრძლებს ზრდას. ხოლო ჩავარდა, რომელიც ბოლო პერიოდში გვაქვს, იყო დროებითი, რასაც, იმედი მაქვს, აუცილებლად გამოვასწორებთ”.

ანზორ მექვაბიშვილი:
“ვემზადებით მოახლოებული თამაშებისთვის. ძალიან რთული მატჩები გველის. ოქტომბრის მატჩების შემდეგ გარკვეული რეაბილიტაცია გვჭირდება. ბიჭები მაქსიმალურად კონცენტრირებულები არიან, რომ მოახლოებულ შეხვედრებში კარგი შედეგი ვაჩვენოთ”.

წლის ბოლო საშინაო მატჩს ჩვენი გუნდი 15 ნოემბერს, დინამო არენაზე, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. 18 ნოემბერს კი, ნაკრები ბულგარეთს სოფიაში ესტუმრება.




GIPHY App Key not set. Please check settings