ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა საფრანგეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის შეხვედრაში სტუმრად „ლიონთან“ გაიმარჯვა – 3:2.
ქართველმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ორივე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
33-ე წუთზე ხვიჩა თავისი გუნდი 2:1 დააწინაურა, ვიტინიას პასით დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და გაიტანა.
ეს მიმდინარე ჩემპიონატში მისი პირველი გოლია.
კვარა 74-ე წუთზე შეცვალეს.
Whoscored – 7.9; Sofascore – 8.5 (საუკეთესო); Flashscore – 8.3.

ლიონი – პსჟ 2:3
გოლები: 0:1 ზაირ-ემერი (26), 1:1 მორეირა (30), 1:2 კვარაცხელია (33), 2:2 მეიტლენდ-ნაილზი (50), 3:2 ნევეში (90+5)
გაძევება: ტალიაფიკო (90+3, ლიონი)
პსჟ-ს 27 ქულით ლიდერია და 23 ნოემბერს „ჰავრს“ უმასპინძლებს.



GIPHY App Key not set. Please check settings