“ყარაბაღმა” ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის ლუკა გუგეშაშვილის ტრანსფერი გააოფიციალურა.
აზერბაიჯანული Azerisport.com-ი ბაქოს “ინტერის” (ამჟამად “კეშლას”) ყოფილ ფორვადს ბაჩანა ცხადაძეს დაუკავშირდა და 22 წლის მეკარის შესახებ კომენტარი ჩამოართვა.
“მე საკმაოდ კარგად ვიცნობ ამ მეკარეს. ყარაბაღი გულდასმით ირჩევს ფეხბურთელებს და ისე უბრალოდ არ დაიმატებდნენ მას. ძალიან ნიჭიერი ბიჭია და მოწესრიგებული ადამიანი. მას აქვს მეკარისთვის დამახასიათებელი კარგი თვისებები, რაც ასაკის მატებასთან ერთად გაუმჯობესების საშუალებას მისცემს.
მას დიდი პოტენციალი აქვს. ლუკა დღეს უკვე მზა მეკარეა და საკმაოდ დიდი გამოცდილებაც დააგროვა. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად ის რეგულარულად თამაშობს. ყარაბაღმა როგორც დღევანდელი დღისთვის, ისე სამომავლოდაც კარგი მეკარე შეიძინა.
ვფიქრობ, გუგეშაშვილს შეუძლია მალევე გახდეს “ნომერ პირველი” მეკარე. მთავარი ის არის, რომ ადაპტაცია სწრაფად გაიაროს. ამის შემდეგ თქვენც ნახავთ.-თქვა ბაჩანა ცხადაძემ
GIPHY App Key not set. Please check settings