ფიფამ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.
გამარჯვებულს გულშემატკივრები გამოავლენენ, ხმის მიცემა ფიფას ოფიციალურ საიტზე ხდება.
სულ 11 კანდიდატია:
უსმან დემბელე, აშრაფ ჰაკიმი, ნუნუ მენდეში, ვიტინია (პსჟ), ჰარი კეინი („ბაიერნი“), კილიან მბაპე („რეალი“), კოულ პალმერი („ჩელსი“), ლამინ იამალი, რაფინია, პედრი („ბარსელონა“), მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“).
2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ფიფამ მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელი თავდამსხმელი ვინისიუსი დაასახელა.
2025 წლის დაჯილდოების ცერემონიის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.



GIPHY App Key not set. Please check settings