in

ფოტო: მესის მაიამის გასაღები გადასცეს

ლიონელ მესის მაიამის ქალაქის გასაღები გადაეცა.

„ინტერ მაიამის“ თავდამსხმელმა ქალაქის გასაღები მაიამის მერისგან, ფრენსის სუარესისგან, ამერიკის ბიზნეს ფორუმზე გამოსვლის შემდეგ მიიღო.

„მინდა ეს გასაღები გადმოგცეთ ყველაფრისთვის, რაც ქალაქისთვის, ქვეყნისთვის და ფეხბურთის სამყაროსთვის გააკეთეთ. მადლობა“, – თქვა სუარესმა.

„მადლობა, დიდი პატივია ჩემთვის. თავს ძალიან მადლიერად, ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, რომ ამ ქალაქში ვცხოვრობ. ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება. მადლობა“, – თქვა მესიმ.

არგენტინელი „ინტერ მაიამიში“ 2023 წლის ივლისიდან თამაშობს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: ესპანეთმა, იტალიამ, გერმანიამ, ბელგიამ მუნდიალის ფორმები წარადგინეს – ესპანეთი პირველად თბილისში ჩაიცმევს

25 ფეხბურთელი და 2 ახალწვეული: შემადგენლობა ცნობილია, შეკრება 10 ნოემბერს დაიწყება